ფაქტი და სხვადასხვა ტერმინების განმარტებანი

300px-DurbanSign1989

წარწერა დურბანის სანაპიროზე ინგლისურად, აფრაკაანსა და ზულუს ენებზე: დურბანის სანაპიროს განაწესის 37-ე მუხლის მიხედვით ეს სანაპირო რეზერვირებულია მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობისთვის.
აპართეიდი

აპართეიდი (ნიშნავს ” განცალკევებას” აფრიკაანსზე) — სოციალური სისტემა სამხრეთ აფრიკაში 1948 – 1990 წლებში. აპართეიდის ქვეშ რასები დანაწევრებული იყვნენ და შავკანიანებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება ე.წ. “თეთრ” სამხრეთ-აფრიკაში. Continue reading

ლევან ბერძენიშვილი – „ილიადა“ დღეს

levan-berdzenishvili-2323

„არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა უმიროსს“.

ალექსანდრე მაკედონელი

(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიხედვით) 

თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის ე.წ. „კანონს“ ანუ იმ დიადი წიგნების ჩამონათვალს, რომელთაც გადამწყვეტი და წარუშლელი გავლენა მოუხდენიათ დასავლურ კულტურაზე. ხანდახან ამ ჩამონათვალში მუსიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებიც შეაქვთ და ამგვარად გაგებული დასავლური კანონი „ხელოვნების მწვერვალებისგან შემდგარ სულიერების ქედად“ (ჟაკ მარიტენი) გაიაზრება. ამგვარ სიებს ადგენენ მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები, გამომცემლობები და მკითხველები. საკუთარი ნუსხები აქვთ შექმნილი სახელგანთქმულ უნივერსიტეტებს; ცნობილია, მაგალითად, ჰარვარდის კლასიკა, იელის სტუდიები, დასავლური Continue reading

კამიუს გაკვეთილი

george1-nata-sofromadzis-foto

ჟორჟ ეკიზაშვილის და თამარ ხოსრუაშვილის საუბარი ჩაიწერა ნანა კობაიძემ

“შენ სამარადისოდ დაიდე ბინა მზიურ მხარეში, გთხოვ, ჩვენ შემცივნულთ გვიწილადე ერთი პეშვი სითბო, როგორც ამას სიცოცხლში აკეთებდი”.

          რენე შარი, სიტყვა წარმოთქმული კამიუს ხსოვნის საღამოზე

საფრანგეთში ცოტაა მწერალი, რომელმაც სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც აზრთა ასეთი დაპირისპირება გამოიწვია. მის შესახებ დღესაც კამათობენ, წიგნები ისევ აღელვებს მკითხველს, იდეებს კვლავაც ჰყავს მიმდევრები და სხვანაირად არც შეიძლება, რადგან ის ალბერ კამიუა, დიდი კამიუ. Continue reading

შორს სამშობლოდან

დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუარა ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და ბოლოს მივხვდი,რომ ღირს გამოთქმა საკუთარი აზრის და არა აქვს მნიშვნელობა ეს,რამდენა დმოეწონებათ სხვებს.ერთხელ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი ვიხილე:,,მეც მინდა ვიყო სამშობლოდან შორს და არმიკვირს იმ ხალხის,რომლებიც ცდილობენ იყვნენ შორს ჩვენი ქვეყნიდან”. Continue reading

სიტყვების ძალა

საკუთარი ისტორია უფრო მეტად დასამახსოვრებელი თუ ღირებულია ჩემთვის,ამიტომ ვცდილობ მნიშვნელოვან ფაქტებს გამუდმებით მოვუყარო თავი ჩემს პატარა ,მაგრამ მოგონებებით გადავსებულ ლამაზ რვეულში,რომლის ფურცლებიც ჩემს ტკივილს,განცდებს,ბედნიერებას და კიდევ უამრავ გრძნობას ატარებს.

სიტყვების ძალა ჩანახატს იმიტომ დავარქვი,რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მივხვდი რაოდენ დიდი ძალის მატარებელია ჩვენი ბაგედან მჟღერი ყოველი სიტყვა.ამ სიტყვებს ხომ შეუძლიათ მიანიჭონ ბედნიერება ადამიანებს ან კიდევ ისინი უბედურად აქციონ.ჰოდა,ყოველთვის,როდესაც რაიმე სიტყვას წარმოვთქვამთ უნდა დავუფიქრდეთ,რა მოჰყვება მას შემდგომში.ჩემი ისტორიაც,რომელიც რამდენიმე ნაწილად შევკარი სიტყვის ძალას ეხება,შევეცდები გადმოგცეთ თითოეული მათგანი და თქვენც იგრძნოთ და გააცნობიეროთ,რომ სიტყვებს,მართლაც დიდი ძალა აქვს. Continue reading

ბიტნიკები „წმინდა თავისუფლების“ ძიებაში

Beats-uiliam-berouzi2

 

წყარო: ალილი

დალილა გოგია

ბიტთაობის დაბადების ოფიციალურ თარიღად 1955 წლის 7 ოქტომბერი ითვლება, დღე, როდესაც სან-ფრანცისკოში, 6 Gallery-ში, ალენ გინსბერგმა თავისი – შემდგომში მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნაწარმოები – ლექსი „ყმუილი“ წაიკითხა. სხვებთან ერთად ამ მოვლენას ესწრებოდნენ გინსბერგის მენტორი უილიამ კარლოს უილიამსი, კენეტ რექსროტი, მაიკლ მაკკლური და ლოურენს ფერლინგეტი. როგორც მაკკლური იხსენებს: „გინსბერგმა ლექსი ბოლომდე წაიკითხა, და ჩვენ ყველანი ვიდექით, აღფრთოვანებულები ტაშს ვუკრავდით, გაოგნებისგან არ ვიცოდით რა უნდა გვეთქვა, მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობდით, რომ ბარიერი უკვე დაიმსხვრა, და რომ ადამიანის ხმა და სხეული ამერიკის ულმობელ კედელს შეეხეთქა“. Continue reading

“ვქმენ, რაც შევიძელ” – უცნობი ინტერვიუ ჭაბუა ამირეჯიბთან

1955

წყარო: არილი

ეს საუბარი, რომელსაც მკითხველი პირველად გაეცნობა, მაშინაა ჩაწერილი, როცა “გორა მბორგალი” სულ რამდენიმე დღის გამოსული იყო.

ჭაბუა ამირეჯიბს დავურეკე და რადიოს ლიტერატურულ რედაქციაში მოსვლა ვთხოვე. მაშინვე იუარა, არ მცალიაო. მაგრამ ავუხსენი, რომ რადიოს ოქროს ფონდისთვის მისი ხმის შენახვას ვაპირებდი და ეს ჩანაწერი აუცილებლად სტუდიური უნდა ყოფილიყო. ცოტათი იყოყმანა, მაგრამ დამთანხმდა და რამდენიმე საათის შემდეგ ტელევიზიის დერეფანში უკვე დიდი ხნის მეგობრებივით ვსაუბრობდით. Continue reading

უმბერტო ეკო–მარადიული ფაშიზმი

eco-1-copy1

წყარო: arilimag.ge

იტალიურიდან თარგმნა ნათია ბერიშვილმა [1]

მარადიული ფაშიზმიინგლისური ვერსია კოლუმბიის უნივერსიტეტისიტალიური და ფრანგული განყოფილების მიერ ორგანიზებულ, ევროპისგათავისუფლებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე წავიკითხე 1995 წლის 25აპრილს. ეს ტექსტი 1995 წლის 22 ივნისს დაიბეჭდა The New York Review of Books-ში. შემდეგ კი იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამოქვეყნდა ჟურნალის La Rivista dei Libri 1995 წლის ივლისიაგვისტოს ნომერში სათაურით “Fuzzy[2]ტოტალიტარიზმი და ურფაშიზმი[3]” (ამ ვარიანტისაგან მხოლოდ უმნიშვნელოსტილისტური შესწორებებით განსხვავდება).გასათვალისწინებელია,რომ ესტექსტი ამერიკელი სტუდენტებისთვის შეიქმნა და იმ დროს წავიკითხე, როდესაცამერიკა ოკლაჰომაში მომხდარი ტერაქტით იყო შეძრული და შეერთებულშტატებში ულტრამემარჯვენე სამხედრო ორგანიზაციების არსებობა უკვე ცხადიიყო (თუმცა არც მანამადე ყოფილა საიდუმლო). Continue reading

ანჯელინა ჯოლის ქველმოქმედება

1861341254184

პირადი მოსაზრება: თითოეული ადამიანი უნდა ცდილობდეს,რაიმე კარგი გააკეთოს ამ ქვეყნად,ზოგი ამას ახერხებს კიდეც და უხვად თესავს სიკეთეს,რომელიც ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს . ერთ–ერთი მათგანი არის ანჯელინა ჯოლი.

ამ სტატიაში მის ქველმოქმედებაზე ვისაუბრებთ.

ოსკაროსანი მსახიობი, პროფესიონალი მოდელი, “მსოფლიოს ულამაზეს ქალთა” ტიტულის მფლობელი, ექვსი შვილის დედა და ბოლოს ბუნებრივად ულამაზესი, როგორც შინაგანად ისე გარეგნულად ანჯელინა ჯოლი ცნობილია თავისი ქველმოქმედებით მთელს მსოფლიოში. Continue reading

ართურ კონან დოილი. ფაქტი და რეალობა

11004449_524257487714692_1421308424_n-660x368

ჩემდა გასაოცრად უცნაური ფაქტის შესახებ გავიგე: შერლოკ ჰოლმსის ავტორი, არტურ კონან დოილი პროფესიით ოფთალმოლოგი იყო. ეს ჩემთვის მართლაც გამაოგნებელი იყო,რადგან მთელი ამ დროის მანძილზე მეგონა,რომ ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი წიგნი მწერლის მიერ იყო დაწერილი,აღმოჩნდა,რომ ოფთალმოლოგი საოცარი ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული.(იგულისხმება ართურ კონან დოილი). ვიფიქრე საინტერესო იყო,გავცნობოდით მის ბიოგრაფიას,რათა მეტი მოტივაცია გაგვჩენოდა მეტი მიგვეღო ცხოვრებისაგან. ასევე აღმოჩენილია თავისი აქამდე უცნობი მოთხრობა,რომლის შესახებ დაწვრილებით გაიგებ ამ სტატიაში. Continue reading